სიახლეები სტუმრები საფრანგეთიდან

სტუმრები საფრანგეთიდან

28 სექტემბერს მამუკა ბაგრატიონის ფონდმა უმასპინძლა სტუმრებს საფრანგეთიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ დინასტიის წარმომადგენელი: პრინცი მამუკა ბაგრატიონი (ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII ს მე-18 თაობა, (ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი და მისი მეუღლე) მერი ფერრარი (ბაგრატიონი). ბატონმა მამუკამ სტუმრებს გააცნო ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები, ლეგენდები და თქმულებები. ასევე ისაუბრეს მამუკა ბაგრატიონის ფონდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმეზე, რომელიც სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიებების გარდა უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონთა პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში. პრინც მამუკა ბაგრატიონმა სტუმრებს გადასცა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც მოამზადა დინასტიურმა ა(ა)იპ „მამუკა ბაგრატიონის ფონდმა“, სადაც მოთხრობილია ბაგრატოვანთა დინასტიის მოკლე ისტორია და ფონდის საქმიანობა.

…

…

…

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

საპარლამენტო კომიტეტის ოფიციალური შეხვედრა მამუკა ბაგრატიონის ფონდთანსაპარლამენტო კომიტეტის ოფიციალური შეხვედრა მამუკა ბაგრატიონის ფონდთან

ბექა ოდიშარია - საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის მზადაა აქტიურად დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანიცაა ქველმოქმედება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ქართული დიასპორის მიმართულებით.

ღონისძიება შატო მუხრანშიღონისძიება შატო მუხრანში

2023 წლის 4 დეკემბერს, დონასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ დამფუძნებლები: პრინცი მამუკა ბაგრატიონი, მეუღლესთან პრინცესა მერი ფერრარი(ბაგრატიონი) საპატიო სტუმრებთან ერთად ეწვივნენ „შატო მუხრანს“.

ka_GEGeorgian