სიახლეები სტუმრები საფრანგეთიდან

სტუმრები საფრანგეთიდან

28 სექტემბერს მამუკა ბაგრატიონის ფონდმა უმასპინძლა სტუმრებს საფრანგეთიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ დინასტიის წარმომადგენელი: პრინცი მამუკა ბაგრატიონი (ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII ს მე-18 თაობა, (ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი და მისი მეუღლე) მერი ფერრარი (ბაგრატიონი). ბატონმა მამუკამ სტუმრებს გააცნო ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები, ლეგენდები და თქმულებები. ასევე ისაუბრეს მამუკა ბაგრატიონის ფონდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმეზე, რომელიც სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიებების გარდა უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონთა პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში. პრინც მამუკა ბაგრატიონმა სტუმრებს გადასცა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც მოამზადა დინასტიურმა ა(ა)იპ „მამუკა ბაგრატიონის ფონდმა“, სადაც მოთხრობილია ბაგრატოვანთა დინასტიის მოკლე ისტორია და ფონდის საქმიანობა.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

მადლობის სიგელი გადაეცა პრინცესა ლეილა ბაგრატიონ-ბაბადიშსმადლობის სიგელი გადაეცა პრინცესა ლეილა ბაგრატიონ-ბაბადიშს

საზოგადო მოღვაწეს, დინასტიური კავშირის "ბაგრატოვანთა სახლის" ნამდვილ წევრს პრინცესა ლეილა ბაგრატიონს (ბაგრატიონ-ბაბადიშების ხაზი) გადასცემენ მადლობის სიგელს.

დახმარება გაჭირვებულ ოჯახებსდახმარება გაჭირვებულ ოჯახებს

საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ საპატიო წევრის და ორდენის კავალერის და წარმომადგენლის გერმანიაში ნოდარ ბაგრატიონის ინიციატივით..

ქართულ-ინდური კულტურული ურთიერთობებიქართულ-ინდური კულტურული ურთიერთობები

საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ საპატიო წევრისა და ორდენის კავალერის, ოფიციალური წარმომადგენლის ინდოეთში

ka_GEGeorgian