სიახლეები გულითადად ვულოცავთ ბატონ გოჩა ლაღიძეს!

გულითადად ვულოცავთ ბატონ გოჩა ლაღიძეს!

საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდი“ გულითადად ულოცავს ფონდის საპატიო წევრს, ორდენის რაინდსა და ნიდერლანდების სამეფოში ფონდის ერთ-ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს — ბატონ გოჩა ლაღიძეს, მნიშვნელოვან და ღირსეულ აღიარებას.

2026 წლის 17 აგვისტოდან ბატონ გოჩა ლაღიძეს მიენიჭა რაინდის წოდება ისტორიულ „Orde van de Hollandse Tuin“ — ჰოლანდიის ბაღის ორდენში, რომლის ისტორიული სათავე 1387 წლიდან მომდინარეობს.

ამასთანავე, იგი გახდა Internationale Broederschap “Het Gulden Vlies” — ოქროს საწმისის საერთაშორისო საძმოს ასპირანტი წევრი, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა მის საზოგადოებრივ, კულტურულ და საერთაშორისო საქმიანობაში.

ბატონ გოჩა ლაღიძეს ვულოცავთ ამ ღირსეულ მიღწევებს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ახალ გამარჯვებებსა და ღირსეულ მსახურებას ისტორიის, კულტურისა და მეგობრობის განმტკიცების საქმეში.

ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის კულტურულ და საზოგადოებრივ კავშირებს და ღირსეულად წარმოჩინდება საქართველოს სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ბატონი გოჩა ლაღიძე!

საქართველოს სამეფო დინასტიური
„მამუკა ბაგრატიონის ფონდი“
თბილისი, საქართველო
18 აგვისტო, 2026 წელი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

ინდოეთის დამოუკიდებლობის 79 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებაინდოეთის დამოუკიდებლობის 79 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ინდოეთის დამოუკიდებლობის 79 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეული იყო მამუკა ბაგრატიონი. მან გულით მიულოცა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ბ-ნ სუბბუ რამეშს საქართველოში ეს ღირშესანიშნავი დღე

"მამუკა ბაგრატიონის ფონდის" და "საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის" ღონისძიება"მამუკა ბაგრატიონის ფონდის" და "საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის" ღონისძიება

2024 წლის 15 მაისს, შატო-მუხრანის სამეფო სასახლემ, დინასტიური "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" და "საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის" ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიება მოიცავდა:

ღონისძიება 202-ე უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაშიღონისძიება 202-ე უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში

დინასტიურმა „მამუკა ბაგრატიონის ფონდმა“ 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ka_GEGeorgian