სიახლეები საქველმოქმედო ღონისძიება

საქველმოქმედო ღონისძიება

2026 წლის 4 აპრილს, ლაზარეს შაბათს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა „მამუკა ბაგრატიონის ფონდისა“ და „ყველა ქართული გვარის მეთაურთა საბჭოს“ მიერ ორგანიზებული ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ნათელ ხსოვნას.
ღონისძიების იდეოლოგიური და ფინანსური ხელმძღვანელი იყო „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ საპატიო წევრი, ორდენის კავალერი და ფონდის წარმომადგენელი გერმანიაში - პრინცი ნოდარ ბაგრატიონი და მისი ოჯახი.
ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ფონდის ორდენის შემდეგი კავალერები: პრინცი ლევან ბაგრატიონი, ბატონი გოჩა სურმანიძე, ქალბატონი ეკატერინე გიორგაძე და პრინცი დავით ბაგრატიონების ოჯახი, ასევე ჩვენი ფონდის წარმომადგენლები ნიდერლანდების სამეფოში - ბატონი გოჩა ლაღიძე და ბატონი არჩილ ჯავახიძე.
გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის: ბატონ შოთა ზედგინიძეს, ბატონ ირაკლი ბრეგვაძეს, ბატონ გოგიტა მელიქიძეს, ქალბატონ ნინო ბერძენიშვილს, ქალბატონ ანა ლუკავას (ბაგრატიონი) და ბატონ ალექსანდრე ბრეგვაძეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

დახმარება გაჭირვებულ ოჯახებსდახმარება გაჭირვებულ ოჯახებს

საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ საპატიო წევრის და ორდენის კავალერის და წარმომადგენლის გერმანიაში ნოდარ ბაგრატიონის ინიციატივით..

ფონდის დამფუძნებლების საქმიანი ვიზიტი გერმანიაშიფონდის დამფუძნებლების საქმიანი ვიზიტი გერმანიაში

2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ დამფუძნებლები: პრინცი მამუკა ბაგრატიონი და პრინცესა მერი ფერარი გაემგზავრნენ გერმანიაში

ბატონ ფრანცის ჰაგერტის სტუმრობა ჩვენთანბატონ ფრანცის ჰაგერტის სტუმრობა ჩვენთან

25 ოქტომბერს ძალიან გაგვახარა ჩვენმა მეგობარმა ბრიტანელმა რაინდმა, საპატივცემულო პიროვნებამ ბატონმა ფრანცის ჰაგერტიმ.

ka_GEGeorgian