სიახლეები თანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტთან

თანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტთან

დინასტიური ა(ა)იპ "მამუკა ბაგრატიონის ფონდისა" (რომლის დამფუძნებლებიც გახლავთ ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII მე-18 თაობა, პრინცი მამუკა ბაგრატიონი და მისი მეუღლე პრინცესა მერი ფერრარი (ბაგრატიონი)) და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ამერიკული "დიანა ბაგრატიონის ფონდის", დამფუძნებლის და პრეზიდენტის ქ-ნი დიანა ბაგრატიონის ხელშეწყობით, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ! გორის მუნიციპალიტეტის მერმა ბ-ნმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დინასტიური "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ზემოთ აღნიშნულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს ქართლის ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქის ისტორიის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. გათვალისწინებულია: კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა და ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. დინასტიური ფონდის "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა; მამუკა ბაგრატიონმა გორის მუნიციპალიტეტის მერს ბ-ნ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გადასცა მადლობის სიგელი, მისი მსოფლიო ასპარეზზე სპორტში საქართველოს ღირსეულად წარმოჩინებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, საქართველოს სამეფო დინასტიის ბაგრატიონების შთამომავლები და მათი ოჯახის წევრები. დინასტიური კავშირის "ბაგრატოვანთა სახლის" ნამდვილი წევრები: ქ-ნი მედიკო ბაგრატიონი (ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი), შვილებთან ქ-ნ ნონა და ქ-ნ ნანა ხიზანიშვილებთან, ქ-ნი ლია ბაგრატიონი(ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი) შვილთან ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, ქ-ნი ფატი ბაგრატიონის(ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი) ქალიშვილი ქ-ნი მარიამ ნუცუბიძე.

. . . .

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

სტუმრები საფრანგეთიდანსტუმრები საფრანგეთიდან

28 სექტემბერს მამუკა ბაგრატიონის ფონდმა უმასპინძლა სტუმრებს საფრანგეთიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ დინასტიის წარმომადგენელი: პრინცი მამუკა ბაგრატიონი (ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII ს მე-18 თაობა..

მადლობის სიგელი გადაეცა პრინცესა ლეილა ბაგრატიონ-ბაბადიშსმადლობის სიგელი გადაეცა პრინცესა ლეილა ბაგრატიონ-ბაბადიშს

საზოგადო მოღვაწეს, დინასტიური კავშირის "ბაგრატოვანთა სახლის" ნამდვილ წევრს პრინცესა ლეილა ბაგრატიონს (ბაგრატიონ-ბაბადიშების ხაზი) გადასცემენ მადლობის სიგელს.

ევროპისკენ მყარი ინტეგრაციის გზაზეევროპისკენ მყარი ინტეგრაციის გზაზე

დინასტიური "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" დამფუძნებლები-მამუკა ბაგრატიონი და მერი ფერრარი(ბაგრატიონი) შეხვდნენ საფრანგეთის ულამაზესი ქალაქის ბეზანსონის მერს და ადმინისტრაციის უფროსებს.

ka_GEGeorgian