სიახლეები საპარლამენტო კომიტეტის ოფიციალური შეხვედრა მამუკა ბაგრატიონის ფონდთან

საპარლამენტო კომიტეტის ოფიციალური შეხვედრა მამუკა ბაგრატიონის ფონდთან

ბექა ოდიშარია - საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის მზადაა აქტიურად დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანიცაა ქველმოქმედება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ქართული დიასპორის მიმართულებით.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საქველმოქმედო ორგანიზაცია „მამუკა ბაგრატიონის ფონდი“-ს დამფუძნებელს, მამუკა ბაგრატიონს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდის მიზნებსა და გეგმებზე. აღინიშნა, რომ ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქველმოქმედებისა და დახმარების გაწევა ქართველი ემიგრანტებისათვის. სწორედ ამიტომ იგი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „დიანა ბაგრატიონის ფონდთან“, რომელთანაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი და ამ თანამშრომლობის ფორმატში გეგმავენ ერთობლივად განახორციელონ საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები ევროპასა და დასავლეთის ქვეყნების დიასპორების მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს.
მამუკა ბაგრატიონმა ფონდის მომავალ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მომავალში ფონდი გეგმავს გააფართოვოს საქმიანობა უცხოეთის ქართულ დიასპორებში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით, კერძოდ დიასპორაში ქართული ენისა და ისტორიის ცოდნის ამაღლების მიზნით და ამ კუთხით აქვს საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობის იმედი.

„დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ყოველთვის მზადაა აქტიურად დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანიცაა ქველმოქმედება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ქართული დიასპორის მიმართულებით“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იგი მიესალმება ფონდის საქმიანობის მიზნებს, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების დახმარებას და იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ქართულ დიასპორას ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Full link to source: https://parliament.ge/media/news/beka-odisharia-saparlamento-komiteti-qoveltvis-mzadaa-aktiurad-daekhmaros-organizatsiebs-romelta-sakmianobis-mizanitsaa-kvelmokmedeba-motsqvladi-jgufebis-dakhmareba-da-adamianis?fbclid=IwAR1AdULmf0g75qCxpQK4Cgp93HTtxvEmwa9UkYkhsP2NMeIsa014XoZ9SOM

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

ღონისძიება 202-ე უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაშიღონისძიება 202-ე უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში

დინასტიურმა „მამუკა ბაგრატიონის ფონდმა“ 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

თანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტთანთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტთან

დინასტიურ ა(ა)იპ „მამუკა ბაგრატიონის ფონდსა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბ-ნი რაინერ რუგეს ფონდის ორდენის კავალერად არჩევაბ-ნი რაინერ რუგეს ფონდის ორდენის კავალერად არჩევა

„მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ ორდენის მთავრობამ, ფონდის საპატიო წევრად და ორდენის კავალერად აირჩია ბ-ნი რაინერ რუგე (გერმანია, კონფლიქტოლოგი) აგრეთვე ბ-ნი რაინერი დაინიშნა ფონდის წარმომადგენლად ევროკავშირის ქვეყნებში.

ka_GEGeorgian