სიახლეები საქველმოქმედო ღონისძიება

საქველმოქმედო ღონისძიება

2026 წლის 4 აპრილს, ლაზარეს შაბათს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა „მამუკა ბაგრატიონის ფონდისა“ და „ყველა ქართული გვარის მეთაურთა საბჭოს“ მიერ ორგანიზებული ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ნათელ ხსოვნას.
ღონისძიების იდეოლოგიური და ფინანსური ხელმძღვანელი იყო „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ საპატიო წევრი, ორდენის კავალერი და ფონდის წარმომადგენელი გერმანიაში - პრინცი ნოდარ ბაგრატიონი და მისი ოჯახი.
ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ფონდის ორდენის შემდეგი კავალერები: პრინცი ლევან ბაგრატიონი, ბატონი გოჩა სურმანიძე, ქალბატონი ეკატერინე გიორგაძე და პრინცი დავით ბაგრატიონების ოჯახი, ასევე ჩვენი ფონდის წარმომადგენლები ნიდერლანდების სამეფოში - ბატონი გოჩა ლაღიძე და ბატონი არჩილ ჯავახიძე.
გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის: ბატონ შოთა ზედგინიძეს, ბატონ ირაკლი ბრეგვაძეს, ბატონ გოგიტა მელიქიძეს, ქალბატონ ნინო ბერძენიშვილს, ქალბატონ ანა ლუკავას (ბაგრატიონი) და ბატონ ალექსანდრე ბრეგვაძეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

ღონისძიება შატო მუხრანშიღონისძიება შატო მუხრანში

2023 წლის 4 დეკემბერს, დონასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ დამფუძნებლები: პრინცი მამუკა ბაგრატიონი, მეუღლესთან პრინცესა მერი ფერრარი(ბაგრატიონი) საპატიო სტუმრებთან ერთად ეწვივნენ „შატო მუხრანს“.

ინდოეთის დამოუკიდებლობის 79 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებაინდოეთის დამოუკიდებლობის 79 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ინდოეთის დამოუკიდებლობის 79 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეული იყო მამუკა ბაგრატიონი. მან გულით მიულოცა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ბ-ნ სუბბუ რამეშს საქართველოში ეს ღირშესანიშნავი დღე

საპარლამენტო კომიტეტის ოფიციალური შეხვედრა მამუკა ბაგრატიონის ფონდთანსაპარლამენტო კომიტეტის ოფიციალური შეხვედრა მამუკა ბაგრატიონის ფონდთან

ბექა ოდიშარია - საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის მზადაა აქტიურად დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანიცაა ქველმოქმედება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ქართული დიასპორის მიმართულებით.

ka_GEGeorgian