სიახლეები სტუმრები საფრანგეთიდან

სტუმრები საფრანგეთიდან

28 სექტემბერს მამუკა ბაგრატიონის ფონდმა უმასპინძლა სტუმრებს საფრანგეთიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ დინასტიის წარმომადგენელი: პრინცი მამუკა ბაგრატიონი (ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII ს მე-18 თაობა, (ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი და მისი მეუღლე) მერი ფერრარი (ბაგრატიონი). ბატონმა მამუკამ სტუმრებს გააცნო ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები, ლეგენდები და თქმულებები. ასევე ისაუბრეს მამუკა ბაგრატიონის ფონდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმეზე, რომელიც სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიებების გარდა უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონთა პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში. პრინც მამუკა ბაგრატიონმა სტუმრებს გადასცა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც მოამზადა დინასტიურმა ა(ა)იპ „მამუკა ბაგრატიონის ფონდმა“, სადაც მოთხრობილია ბაგრატოვანთა დინასტიის მოკლე ისტორია და ფონდის საქმიანობა.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

სტატია "ქართულ კვირაში"სტატია "ქართულ კვირაში"

„მამუკა ბაგრატიონის ფონდი“ თანამშრომლობას იწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ „დიანა ბაგრატიონის ფონდთან’’, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყრება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2025 წლის 26 მარტს ქ. თბილისის სასტუმრო მერიოტში საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ ხელშეწყობითა და მხარდაჭერით „საქართველოს ბავშვთა და ¬სასკოლო სპორტის

ka_GEGeorgian