სიახლეები გულითადად ვულოცავთ ბატონ გოჩა ლაღიძეს!

გულითადად ვულოცავთ ბატონ გოჩა ლაღიძეს!

საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდი“ გულითადად ულოცავს ფონდის საპატიო წევრს, ორდენის რაინდსა და ნიდერლანდების სამეფოში ფონდის ერთ-ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს — ბატონ გოჩა ლაღიძეს, მნიშვნელოვან და ღირსეულ აღიარებას.

2026 წლის 17 აგვისტოდან ბატონ გოჩა ლაღიძეს მიენიჭა რაინდის წოდება ისტორიულ „Orde van de Hollandse Tuin“ — ჰოლანდიის ბაღის ორდენში, რომლის ისტორიული სათავე 1387 წლიდან მომდინარეობს.

ამასთანავე, იგი გახდა Internationale Broederschap “Het Gulden Vlies” — ოქროს საწმისის საერთაშორისო საძმოს ასპირანტი წევრი, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა მის საზოგადოებრივ, კულტურულ და საერთაშორისო საქმიანობაში.

ბატონ გოჩა ლაღიძეს ვულოცავთ ამ ღირსეულ მიღწევებს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ახალ გამარჯვებებსა და ღირსეულ მსახურებას ისტორიის, კულტურისა და მეგობრობის განმტკიცების საქმეში.

ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის კულტურულ და საზოგადოებრივ კავშირებს და ღირსეულად წარმოჩინდება საქართველოს სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ბატონი გოჩა ლაღიძე!

საქართველოს სამეფო დინასტიური
„მამუკა ბაგრატიონის ფონდი“
თბილისი, საქართველო
18 აგვისტო, 2026 წელი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

ბატონ ფრანცის ჰაგერტის სტუმრობა ჩვენთანბატონ ფრანცის ჰაგერტის სტუმრობა ჩვენთან

25 ოქტომბერს ძალიან გაგვახარა ჩვენმა მეგობარმა ბრიტანელმა რაინდმა, საპატივცემულო პიროვნებამ ბატონმა ფრანცის ჰაგერტიმ.

ფონდის დამფუძნებლების საქმიანი ვიზიტი გერმანიაშიფონდის დამფუძნებლების საქმიანი ვიზიტი გერმანიაში

2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ დამფუძნებლები: პრინცი მამუკა ბაგრატიონი და პრინცესა მერი ფერარი გაემგზავრნენ გერმანიაში

საპარლამენტო კომიტეტის ოფიციალური შეხვედრა მამუკა ბაგრატიონის ფონდთანსაპარლამენტო კომიტეტის ოფიციალური შეხვედრა მამუკა ბაგრატიონის ფონდთან

ბექა ოდიშარია - საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის მზადაა აქტიურად დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანიცაა ქველმოქმედება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ქართული დიასპორის მიმართულებით.

ka_GEGeorgian