2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს სამეფო დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ დამფუძნებლები: პრინცი მამუკა ბაგრატიონი და პრინცესა მერი ფერარი გაემგზავრნენ გერმანიაში, ქ.ბადენ-ბადენში ევროპის ქვეყნებში ფონდის წარმომადგენლის და ორდენის კავალერის ბ-ნი რაინერ რუგეს მხარდაჭერით და მიწვევით. აქვე სპეციალურად ჩამოვიდა ჩვენი ფონდის ორდენის კავალერი და წარმომადგენელი საფრანგეთში ქ-ნი ბარბარე ელბაქიძე. ბევრ საპატიო სტუმართან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან აქ იმყოფებოდნენ ჩვენი ფონდის ორდენის კავალერი, „საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი ბ-ნი გოჩა სურმანიძე მეუღლესთან ქ-ნ ირმა ცენტერაძესთან ერთად.
ულამაზესი ატმოსფერო, მასპინძლობა და მნიშვნელოვანი საქმიანი მიმართულებები განისაზღვრა ქ. ბადენ-ბადენში.
ამის შემდგომ ფონდის დამფუძნებლები გაემგზავრნენ ქ. მიუნხენში ფონდის ორდენის კავალერთან და წარმომადგენელთან გერმანიაში პრინც ნოდარ ბაგრატიონთან. პრინცებმა მადლობის სიგელები გადასცეს ექიმების ბ-ნ რაინერ და ქ-ნი ნატალი ვიორლეების ოჯახს. ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქ-ნ კარინ ზორგეს, რომელმაც გადასცა პრინცებს მამუკა და ნოდარ ბაგრატიონების ოჯახებს თავისი მეტად საინტერესო ცხოვრების ამსახველი ,ავტობიოგრაფიული შინაარსის წიგნი. მის შესანიშნავ წიგნში აღწერილია ბრძოლა თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებების, პატრიოტული და ადამიანური ფასეულობებისთვის.
მადლობის სიგელები გადასცეს ქ. პლანეგის მერს ბ-ნ ჰერმან ნაფციგერს და მის მოადგილეს ბ-ნ შტეფან შაუდიგს. აღსანიშნავია მათი განსაკუთრებული დახმარება და გვერდში დგომა პრინც ნოდარ ბაგრატიონის, მისი მეუღლის პრინცესა მილა ჰუბინა-ბაგრატიონის და მათი შვილის პრინცესა ელისაბედ ბაგრატიონის მიმართ.
პრინცებმა მამუკა და ნოდარ ბაგრატიონებმა განსაკუთრებული სტუმრების წიგნში გააკეთეს ჩანაწერი. გამოიხატა სამომავლო სურვილი საქართველო -გერმანიის ურთიერთობებზე და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე.
ფონდის“სახელით სპეციალური წიგნები გადაეცათ მასპინძლებს. ამ წიგნებში აღწერილია ევროპაში ყველაზე ძველი სამეფო დინასტიის მოკლე ისტორია, ფონდის საქმიანობა და აქტივობები.
ქ. პლანეგის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე დაიდო ინფორმაცია სათაურით „მეფური ვიზიტი“.
ფონდის დამფუძნებლების საქმიანი ვიზიტი გერმანიაში

Categories: