დინასტიურმა „მამუკა ბაგრატიონის ფონდმა“ 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: "საქართველოს ერთიანი ეროვნული კარატეს ფედერაცია" და მისი პრეზიდენტი გოჩა სურმანიძე. დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის დამფუძნებლები და მხარდამჭერები იორდანიიდან: ბ-ნი ხალედ მუჰამედ აბდალა ალტაჰარვე, ბ-ნი ხალილ ჰუკამ ფაიუზ არაფატი, ბ-ნი მუჰამედ იბრაჰიმ ა.კ. აბდალალეელი - "მამუკა ბაგრატიონის ფონდი" მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისთვის.
გარდა ამისა, მადლობას ვუხდით მხედველობის დაქვეითებული მოსწავლეების 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორს ქალბატონ ნათია გაჩეჩილაძეს, დირექტორის მოადგილეს ქალბატონ მარიამ მიქიაშვილს და სკოლის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის.
შეხვედრამ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უფლისწული მამუკა ბაგრატიონი მრავალი წელია 202-ე სკოლის მოსწავლეებს აღზრდის.