2023 წლის 4 დეკემბერს, დონასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ დამფუძნებლები: პრინცი მამუკა ბაგრატიონი, მეუღლესთან პრინცესა მერი ფერრარი(ბაგრატიონი) საპატიო სტუმრებთან ერთად ეწვივნენ „შატო მუხრანს“. აღნიშნული ფონდი გახლავთ ერთ-ერთი დამფუძნებელი „საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის“. ამ ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი; ბ-ნი გოჩა სურმანიძე, მეუღლესთან ქ-ნ ირმა ცენტერაძე(სურმანიძე) აქტიურად იყვნენ ჩართულები მნიშვნელოვან ცერემონიაში, რაც ითვალისწინებდა „შატო-მუხრანის“ დირექტორის ბ-ნი პატრიკ ჰონეფისათვის და „შატო მუხრანის“ დაწესებულების მენეჯერი და ისტორიკოსისათვის ბ-ნი აკაკი გელაშვილისთვის დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის“ ფონდის მადლობის სიგელების გადაცემას.
რაც ერთგვარი პატივისცემის გამოხატვაა ბაგრატოვათა დინასტიის მხრიდან შატო მუხრანის ადმინისტრაციის მიმართ თანადგომისა და პატივისცემისთვის.
საპატიო სტუმრებში იყვნენ ტურისტული კომპანია „HOT TRAVEL’’ ის დამფუძნებელი, ქ-ნი ეკატერინე გიორგაძე თანამშრომლების გუნდთან ერთად. სტუმრები იორდანიიდან, ირანიდან.