დინასტიური "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" დამფუძნებლები-მამუკა ბაგრატიონი და მერი ფერრარი (ბაგრატიონი) შეხვდნენ საფრანგეთის ულამაზესი ქალაქის ბეზანსონის მერს და ადმინისტრაციის უფროსებს.
საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს ბ-ნ ქრისტოფ მოისეს და ქ-ნ კლერქ დუპოეტს(ქ. ბეზანსონის მერის აპარატის უფროსი). ოფიციალური შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სხვა თანამშრომლებიც. მათ სათანადო პატივი გამოხატეს პრინც მამუკა ბაგრატიონის ინიციატივაზე, ორი ქალაქის გორის და ბეზანსონის დამეგობრებაზე და გადასცეს ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერის ოფიციალური წერილი და საჩუქრები. ბეზანსონის მერიის ადმინისტრაციამ ოფიციალურად სტუმრებს გადასცა საჩუქარი ქ. გორის მერის, ბ-ნ ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის.