სიახლეები თანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტთან

თანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტთან

დინასტიური ა(ა)იპ "მამუკა ბაგრატიონის ფონდისა" (რომლის დამფუძნებლებიც გახლავთ ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII მე-18 თაობა, პრინცი მამუკა ბაგრატიონი და მისი მეუღლე პრინცესა მერი ფერრარი (ბაგრატიონი)) და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ამერიკული "დიანა ბაგრატიონის ფონდის", დამფუძნებლის და პრეზიდენტის ქ-ნი დიანა ბაგრატიონის ხელშეწყობით, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ! გორის მუნიციპალიტეტის მერმა ბ-ნმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დინასტიური "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ზემოთ აღნიშნულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს ქართლის ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქის ისტორიის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. გათვალისწინებულია: კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა და ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. დინასტიური ფონდის "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა; მამუკა ბაგრატიონმა გორის მუნიციპალიტეტის მერს ბ-ნ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გადასცა მადლობის სიგელი, მისი მსოფლიო ასპარეზზე სპორტში საქართველოს ღირსეულად წარმოჩინებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, საქართველოს სამეფო დინასტიის ბაგრატიონების შთამომავლები და მათი ოჯახის წევრები. დინასტიური კავშირის "ბაგრატოვანთა სახლის" ნამდვილი წევრები: ქ-ნი მედიკო ბაგრატიონი (ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი), შვილებთან ქ-ნ ნონა და ქ-ნ ნანა ხიზანიშვილებთან, ქ-ნი ლია ბაგრატიონი(ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი) შვილთან ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, ქ-ნი ფატი ბაგრატიონის(ბაგრატიონ-დავითიშვილების ხაზი) ქალიშვილი ქ-ნი მარიამ ნუცუბიძე.

. . . .

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

სტატია "ქართულ კვირაში"სტატია "ქართულ კვირაში"

„მამუკა ბაგრატიონის ფონდი“ თანამშრომლობას იწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ „დიანა ბაგრატიონის ფონდთან’’, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყრება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს.

ბ-ნი რაინერ რუგეს ფონდის ორდენის კავალერად არჩევაბ-ნი რაინერ რუგეს ფონდის ორდენის კავალერად არჩევა

„მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ ორდენის მთავრობამ, ფონდის საპატიო წევრად და ორდენის კავალერად აირჩია ბ-ნი რაინერ რუგე (გერმანია, კონფლიქტოლოგი) აგრეთვე ბ-ნი რაინერი დაინიშნა ფონდის წარმომადგენლად ევროკავშირის ქვეყნებში.

ka_GEGeorgian