გაეცანით ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურას:
1. ფონდის საპატიო წევრის სტატუსის დაარსება.
1.1 ფონდის საპატიო წევრობა შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომლის დამსახურება ფონდის წინაშე იქნება მკაფიოდ გამოხატული. (ხშირად ფინანსური შემოწირულობები, საქმიანი თანადგომა და სხვადასხვა მიმართულებით ინტელექტუალური და საქმიანი დახმარება).
2. ფონდის ორდენის მთავრობის შექმნა.
2.1 შეიქმნას ფონდის ორდენის მთავრობა, რომლის წევრებიც იქნებიან მხოლოდ დამფუძნებლები და პრეზიდენტი. საპატიო წევრობის კანდიდატი ავსებს სპეციალურ განაცხადს ელექტრონულად, რომელიც მას გადაეგზავნება ფონდის ოფიციალური ელ-ფოსტიდან და შევსებული განაცხადი დადასტურებული ხელმოწერით იგზავნება უკუკავშირით ფონდის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე. ამის შემდეგ პიროვნება ხდება ფონდის საპატიო წევრი, გადაეცემა სპეციალური სერთიფიკატი და ორდენი.
2.2 დაარსდეს ფონდის ორდენი და განისაზღვროს გულსაბნევის სახით, ან გულზე სპეციალური საკიდით. ორდენის ფორმა იქნება ფონდის ლოგო უკანა მხარეს მითითებული ნუმერაციით.
2.3 ფონდის მთავრობას აქვს უფლება, ფონდის საპატიო წევრს და ორდენოსანს ჩამოართვას წოდება და ორდენი, ამასთან გააუქმოს სერთიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ ფონდის საპატიო წევრი და ორდენოსანი დაარღვევს ეთიკურ, მორალურ ნორმებს, ფონდის წესდების მიმართ გამოხატავს უპატივცემულობას და ჩაიდენს უკანონობას განსაზღვრულს საქართველოს კანონმდებლობით, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა ბრძანდებოდეს.
2.4 ფონდის საპატიო წევრნი და ორდენოსანნი ყოველთვის იქნებიან მოწვეულნი ფონდის მიერ ორგანიზებულ შეკრებებსა, თუ ღონისძიებებზე.
3. ფონდის წევრობა
3.1 ფონდის წევრობა განისაზღვრება ფონდის წესდების მე-5 მუხლის მიხედვით. დადგენილია საწევრო გადასახადი ყოველი თვის 5 რიცხვამდე 5 ლარის ოდენობით. თუ სამი თვის განმავლობაში ფონდის წევრის მიერ არ იქნება გადახდილი დადგენილი საწევრო გადასახადი, წესდების 5.3.5 პუნქტით განსაზღვრული რეგულაციით, მოხდება ფონდის წევრის გარიცხვა.
ფონდის წევრობის მოწმობის ფორმა:
ფონდის საპატიო წევრობის სერთიფიკატი:
ფონდის ორდენი: