გაეცანით ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურას:
1. ფონდის საპატიო წევრის სტატუსის დაარსება.
1.1 ფონდის საპატიო წევრობა შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომლის დამსახურება ფონდის წინაშე იქნება მკაფიოდ გამოხატული. (ხშირად ფინანსური შემოწირულობები, საქმიანი თანადგომა და სხვადასხვა მიმართულებით ინტელექტუალური და საქმიანი დახმარება).
2. საქართველოს სამეფო დინასტიური "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" ორდენის რაინდი-ფონდის ორდენის მთავრობა.
2.1 ფონდის ორდენის მთავრობის შექმნა, რომლის წევრებიც მხოლოდ დამფუძნებლები და პრეზიდენტი იქნებიან. საპატიო წევრობის კანდიდატი ელექტრონულად ავსებს სპეციალურ განაცხადს, რომელიც მას გაეგზავნება ფონდის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით და შევსებული განაცხადი დადასტურებული ხელმოწერით უკუკავშირით გაეგზავნება ფონდის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე. ჯილდოს მიმღებს გადაეცემა სამეფო დინასტიის ორდენის „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ რაინდობის სპეციალური სერტიფიკატი.
2.2 დაარსდეს ფონდის ორდენი და განისაზღვროს გულსაბნევის სახით, ან გულზე სპეციალური საკიდით. ორდენის ფორმა იქნება ფონდის ლოგო უკანა მხარეს მითითებული ნუმერაციით.
2.3 ფონდის მთავრობას აქვს უფლება, ფონდის საპატიო წევრს და ორდენოსანს ჩამოართვას წოდება და ორდენი, ამასთან გააუქმოს სერთიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ ფონდის საპატიო წევრი და ორდენოსანი დაარღვევს ეთიკურ, მორალურ ნორმებს, ფონდის წესდების მიმართ გამოხატავს უპატივცემულობას და ჩაიდენს უკანონობას განსაზღვრულს საქართველოს კანონმდებლობით, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა ბრძანდებოდეს.
2.4 ფონდის საპატიო წევრნი და ორდენოსანნი ყოველთვის იქნებიან მოწვეულნი ფონდის მიერ ორგანიზებულ შეკრებებსა, თუ ღონისძიებებზე.
3. ფონდის წევრობა
3.1 ფონდის წევრობა განისაზღვრება ფონდის წესდების მე-5 მუხლის შესაბამისად. წევრობის შენატანი განისაზღვრება 5 ლარით ყოველი თვის 5 რიცხვამდე. თუ დადგენილ წევრობის შენატანს ფონდის წევრი სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, წესდების 5.3.5 პუნქტში განსაზღვრული დებულების შესაბამისად, ფონდის წევრი გაირიცხება.
ფონდის წევრობის მოწმობის ფორმა:
ფონდის საპატიო წევრობის სერთიფიკატი:
საქართველოს სამეფო დინასტიური "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" ორდენის რაინდის სერთიფიკატი
