კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვირტუალურ სივრცეში. ნება გვიბოძეთ ძვირფასო ვიზიტორო, წარვდგეთ თქვენს წინაშე, ვინ ვართ და ვინ შეიძლება ვიყოთ თქვენთვის.
"მამუკა ბაგრატიონის ფონდი" წარმოადგენს: საგანმანათლებო, საქველმოქმედო ორგანიზაციას. ჩვენი უმთავრესი მიზნებიდან გამოვარჩევდით, მათ შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ „დიანა ბაგრატიონის ფონდთან“, მის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან, ქ-ნ დიანა ბაგრატიონთან; ევროპასთან და დასავლეთის ქვეყნებთან დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას; საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მის ახალგაზრდულ ნაწილში სახელმწიფოებრივი აზროვნების ტრადიციის პოპულარიზაციას.
აგრეთვე
• მსოფლიოში უძველესი და ევროპაში ყველაზე ძველი - „ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის“ პოპულარიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
• ერთობლივი კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული ღონისძიებების ჩატარება.
• მეგობრული და საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება: საქველმოქმედო ფონდებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან.
• ჩვენ ასევე ვაპირებთ, ისტორიულ-სამეცნიერო განყოფილების შექმნას. მეცნიერთა ჯგუფის შერჩევას, რომელთა მიზანიც იქნება საქართველოს ისტორიის ახალი კვლევების ჩატარება, განსაკუთრებით ბაგრატოვანთა დინასტიის გენეალოგიური კვლევების მიმართულებით.
ფონდი დახმარებას გაუწევს უპირველესი საჭიროებების მქონე ადამიანებს, რაც შეიძლება იყოს შშმ პირებისათვის ინვენტარი; მრავალშვილიანი ოჯახების პირველადი სასურსათო პროდუქტებით დახმარება; ომის ვეტერანების დახმარება.
საზოგადოებაში ძალადობის წინააღმდეგ თვითშეგნების ამაღლება; ინფორმაციული ღონისძიებების მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებას ნათლად დაანახოს ადამიანთა უფლებების პატივისცემის აუცილებლობა.
ინფორმაციული ბუკლეტების მომზადება და გავრცელება საქართველოს მაშტაბით. სადაც მითითებული იქნება ქვეყნის საჭიროებების მიმართებაში კომპეტენტური-პროფესიონალური ინფორმაცია. ასევე ადამიანის ევროპული კონვენციიდან ამონარიდები.
ფონდი შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაეწევა მიწადმოქმედებს, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. ა(ა)იპ „მამუკა ბაგრატიონის ფონდი“ მაქსიმუმს გააკეთებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის ადამიანების კეთილდღეობისათვის და თვითშეგნების ამაღლებისთვის!
…